გენადი არველაძე: ჩინეთისთვის საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს რეგიონში, რაც საქართველოს შესახებ მათ მაღალ ცნობიერებაზე მიანიშნებს
05-01-2017, 08:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება 2016 წელს ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა.

 

 

შესაბამისი გამოკითხვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა.

 

 

„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ჩინეთ-საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების საკითხს ჩინეთის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის „ვეისინის“მომხმარებელთა უმრავლესობამ მისცა ხმა.

 


„ჩინეთის კომერციის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი, სადაც ძირითად ეკონომიკურ მოვლენებს შორის საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც მოხვდა, იმას ნიშნავს, რომ ჩინეთისთვის საქართველო რეგიონში წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს, რაც საქართველოს შესახებ მათ მაღალ ცნობიერებაზე მიანიშნებს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

 

 

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში განვითარდა.

 


„ამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონი გიორგი კვირიკაშვილის როლი. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევას სწორედ მისი ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი ჯერ კიდევ 2015 წლის მარტის თვეში ჩინეთში ვიზიტის დროს. ეს იყო შედეგი, რომელიც მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯებით განახორციელა“ - აღნიშნა არველაძემ.

 


მისი განცხადებით, აღსანიშნავია ექსპორტის კუთხით ის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ჩინეთთან დაფიქსირდა.

 


„ეს არის ექსპორტის თითქმის 50% -ზე მეტი ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ პროდუქციებს შორის, რომელზეც დაფიქსირდა ექპორტის ზრდა, მნიშვნელოვანია ღვინო - ის თითქმის 100% -ით არის გაზრდილი. 2016 წლის მონაცემებით, ჩინურ ბაზარზე 5 300 000 ბოთლი ღვინო გავიდა. ასევე ხაზგასასმელია, რომ პირველად დაფიქსირდა მანგანუმის ოქსიდის ექსპორტი ჩინეთში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პროდუქციების ჩინეთის ბაზარზე პოზიციონირებისთვის“ - განაცხადა არველაძემ.

 


მინისტრის მოადგილემ გაზრდილ საექსპორტო პროდუქციას შორის ასევე დაასახელა სპირტიანი სასმელები, რომელიც 15 - ჯერ არის გაზრდილი, ასევე ლუდი, სპილენძის მადანი და ა.შ.

 

 

„ეს იმას ნიშნავს, რომ ექპორტიორები პოზიციონირებენ ჩინეთის ბაზარზე და იზრდება ჩვენი საექსპორტო პროდუქცია. მნიშვნელოვანია ჩინეთთან თანამშრომლობა ასევე აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში. ამ კუთხითაც ჩინეთისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო პარტნიორს წარმოვადგენთ. თავისუფალი ვაჭრობა იქნება ხელშემწყობი ფაქტორი იმისათვის, რომ საქართველო იყოს სტაბილური და მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

 


არველაძის თქმით, ჩინეთთან 46% - იანი ზრდა არის დაფიქსირებული ტურიზმშიც - დაახლოებით 14 000 ვიზიტორი ესტუმრა ჩინეთიდან საქართველოს, რასაც ხელი შეუწყო პირდაპირმა ფრენებმა, რომელიც 23 სექტემბრიდან დაინიშნა თბილისი-ურუმჩი-პეკინის მიმართულებით.

 


ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად 2016 წლის 5 ოქტომბერს დასრულდა და მხარეებს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ მემორანდუმიც გაფორმდა, რომელსაც ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის კომერციის მინისტრმა გაო ჰუჩენგმა მოაწერეს ხელი.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპისთვის დარჩენილია მხოლოდ სამართლებრივი პროცედურები, რაც ხელმოწერისთვის არის საჭირო ორივე მხარისთვის.

 


ამ პროცედურების დასრულების შემდეგ ხელშეკრულება მზად იქნება ხელმოსაწერად, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის პარლამენტმა უნდა მოახდინოს დოკუმენტის რატიფიცირება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი