ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო
16-03-2015, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება. მშენებლობის საფუძვლის ჩაყრას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ამაშუკელთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ილია დარჩიაშვილთან და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.

 

 

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ეს მნიშვნელოვანი პროექტი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება. მისივე თქმით, ევროპის ქალაქების მსგავსად, ახალი სტუდენტური ქალაქი თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ქალაქს და იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი ფართი. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, საკომუნიკაციო სამუშაოებს თბილისის მერია განახორციელებს.

 

 

„ამით ჩვენი დედაქალაქი სულ უფრო მეტად ემსგავსება ევროპულ ქალაქებს. პარალელურ რეჟიმში, წელს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე თბილისის მერია იწყებს ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტს," განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

თბილისის მერიის ინფორმაციით,საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.

 

 

მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დავალებით ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 5.250.777 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს.მშენებლობის დასრულება 2016 წელს იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი