[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
საჯარო სივრცეში პუტინი 5 მარტის შემდეგ დღეს პირველად გამოჩნდა და იხუმრა
16-03-2015, 07:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

5 მარტიდან გაუჩინარებული რუსეთის პრეზიდენტი სანქტ-პეტერბურგში, ყირგიზეთის ლიდერთან შეხვედრაზე გამოჩნდა. რუსული ტელეკომპანიები შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებენ. შეხვედრის ოფიციალურ დაწყებამდე ორი ქვეყნის ლიდერები პუტინის გაუჩინარებაზე ხუმრობენ. ატამბაევი პუტინთან შეხვედრით კმაყოფილია და ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ის მანქანითაც კი გაასეირნა.

 

 

რაც შეეხება პუტინის ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემებს, ამაზე ყირგიზეთის პრეზიდენტი ამბობს – „ვერ მოესწრებით“. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა იხუმრა – „ჭორების გარეშე ცხოვრება მოსაწყენია“. პუტინმა და ატამბაევმა დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთ-ყირგიზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანაშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ ასევე ისაუბრეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან ყირგიზეთის მიერთების საკითხზე. კრემლის ინფომაციით, 18 მარტს პუტინს დაგეგმილი აქვს სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან სამეკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო 20 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ასტანაში უნდა გაემგზავროს. იმ შემთხვევაში, თუ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს, ეს შეხვედრები დაგეგემილ დღეებში შედგება.

 

 

პუტინის გაქრობასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი და მითქმა-მოთქმა ვრცელდებოდა, რომელთა შორის მის ავადმყოფობას, გარდაცვალებას ან სახელმწიფო გადატრიალებას ასახელებდნენ. კრემლის პრესსამსახური ამ ინფორმაციას “ჭორებს“ უწოდებდა. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ რუსეთის ლიდერი ჯანმრთელად იყო და არაფორმალურ შეხვედრებს მართავდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი