„ემირატების ავიახაზების“ ავიარეისი, რომელიც ომანიდან დუბაის მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო, მას შემდეგ გაუქმდა, რაც ავიახაზების თანამშრომელმა თვითმფრინავში გველი იპოვა. (სლაიდის ფოტოზე, ალბინოსი ბირმული პითონი - ემირატების თვითმფრინავში ნაპოვნი გველის ფოტო ხელმისაწვდომი არ გამხდარა).
როგორც BBC იუწყება, ავიახაზების წარმომადგენელმა დუბაის მედიას განუცხადა, რომ გველი მანამდე იქნა ნაპოვნი, ვიდრე თვითმფრინავში მგზავრები ჩასხდებოდნენ.
„ემირატებს“ არ დაუკონკრეტებია თუ რა სახეობას წარმოადგენდა გველი და იყო თუ არა ის პოტენციურად სახიფათო.
BBC წერს, რომ თბილი კლიმატის ქვეყნებში მსგავსი შემთხვევა პირველად არ დაფიქსირებულა.
გასული წლის ნოემბერში, მექსიკის შიდა რეისზე მგზავრი პანიკაში ჩავარდა, როდესაც 1 მეტრის სიგრძის გველი ზედა განყოფილებიდან ჩამოვარდა.
2013 წელს ავსტრალიის ერთ-ერთი ქალაქიდან პაპუა ახალ გვინეაში გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ფრთაზე 3 მეტრის პითონი შენიშნეს.
2012 წელს კი ცხოველთა დაცვის ოფიცერმა ახალგაზრდა ამერიკელი მრბოლელი გადაარჩინა, რომელიც მექსიკიდან შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში ჩაფრინდა. გველი თვითმფრინავის სავარძლის ქვეშ იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.