კონსტანტინე გამსახურდია: „ბატონო პრემიერო, ნუთუ ღამის კლუბების წესდებებში ჩხრეკის დრო გაქვთ ახლა თქვენ და თქვენს კაბინეტს?“
11-01-2017, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, პოლიტიკური პარტია „თავისუფლების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს და ეკითხება „ბატონო პრემიერო, ნუთუ ღამის კლუბების წესდებებში ჩხრეკის დრო გაქვთ ახლა თქვენ და თქვენს კაბინეტს?“

 


„ჩემთვის უთქვამთ ხოლმე საუბრებისას, რომ ტექნიკური მთავრობა გვყავს და ისეთს არაფერს აშავებსო. მაგრამ მახათით ნაცრის ქექვა არც ტექნიკურ მთვარობას დაამშვენებს. ამიტომაც მინდა გიორგი კვირიკაშვილს მივმართო:

 


ბატონო პრემიერო, ნუთუ ღამის კლუბების წესდებებში ჩხრეკის დრო გაქვთ ახლა თქვენ და თქვენს კაბინეტს? მხოლოდ ადგილობრივ ქალებს უშვებენ იქ თუ ადგილობრივი კაცების დისკრიმინაციას აქვს ადგილი? ეს კლუბები საქართველოში ჩამოსული მძიმექისიანი ირანელების, თურქების და არაბების დროის გასატარებელი და ფულის დასახარჯი ადგილია. მხოლოდ ქალებს კი იმიტომ უშვებენ, რომ არც თქვენმა, არც თქვენს წინა ულტრა-ლიბერტარიანულმა მთავრობებმა მათ არ შესთავაზეს არანაირი სამუშაო ადგილი, არანირი დასაქმება. მათ ყველაფერი "თავისუფალ ბაზარს" მიანდეს, როგორც სასწაულთმომქმედს, როგორც ყველაფრის მართებულად დამრეგულირებელს. ჰოდა მანაც "დაარეგულირა!"

 


ამ დროს აფხაზეთში გალის რაიონის მოსახლეობის კანონგარეშე გამოცხადებას ლამობენ, ისინი სრულიად უფლებააყრილ მდგომარეობაში არიან. მათ თვით სეპარატისტული რესპუბლიკის პასპორტების ჩამორთმევას უპირებენ, ეტყობა სეპარატისტულ- საოკუპაციო რეჟიმი ახალ ეთნოწმენდას გეგმავს. შამბა პარლამენტისთვის ეთნიკურ კვოტებზე საუბრობს, რაც მსოფლიოში გაუგონარი ამბავია, თქვენ კი საერთოდ გაქვთ ამ მხრივ რაიმე გეგმა?

 


რომ თქვენი კაბინეტის ზედამხედველობის ქვეშ სპეცსამსახურები თვალმოუხუჭავად, დღე და ღამე უნდა მუშაობდნენ ბათუმშიც და აჭარაშიც, რამდენადაც ერდოღანის განცხადებებში პერიოდულად ისმის "ბათუმ", რაშიც გამოსჭვივის ოცნება "მცირე პორტას" აღდგენაზე ბათუმით, მოსულით, თრაკიით, ამაზე საერთოდ ბჭობთ თქვენ?

 


ის, რომ აქციზის გაძვირების გამო ბენზინით დაწყებული ყველაფერი გაძვირდა და არც ლარის კურსის შემდგომ ვარდნის შეჩერებაზე გარანტიას არავინ იძლევა, ამაზე რაიმე გეგმა აქვს თქვენს მთავრობას?

 

 

ის, რომ სამეგრელოში ნაცარმა მოსპო სტრატეგიული პროდუქტი თხილი და 5 ცალი თხილიდან 3 თუ არა, 2 ფშუტეა, რამაც უძლიერესად დაარტყა იქაურების ბიუჯეტს, რომ უნიკალური კოლხური ბზა ხმება და არავის თავში არ მოსდის აზრად ამ პროცესის შესაჩერებლად ორგანიზება მოახდინოს, ეს თქვენს დღის წესრიგში არ უნდა იდგეს?

 

 

თბილისში რომ არ ცხრება სატრანსპორტო ჭედვები და საცობები, რომ ქალაქი გადაივსო იაპონური მარჯვენასაჭიანი ჯართით, ამაზე გიფიქრიათ? რომ ეს სინამდვილეში იაპონელების "ვეისთმენეჯმენტია" - ამ დაჯართებული ავტომობილების მოცილება მათ ფული დაუჯდებოდათ, ეხლა კი აქეთ იშოვეს ფული, მას შემდეგ რაც ეს ჯართი თბილისის ქუჩებში დადის?

 


თქვენს განათლების მინისტრს მეტი საქმე არა აქვს, კომბლედან ახლა შუშანიკის წამებას რომ გადაწვდა? ბიბლიურ ტექსტებზეც ხომ არ გადავა მალე?

 


პრობლემების რეგისტრი ამით არ სრულდება. მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ?“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა.

 

 


 

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1  Vladimeri
      
ძალიან საყურადღებო აქცენტებია. ჩვენ ხომ დოყლაპიის პოზიციიდან მივჩერებივართ მსოფლიოს, მეზობლებს და რეალური საფრთხეები არც კი გვაქვს გაცნობიერებული.
12 იანვარი 2017 02:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი