დიმიტრი ქუმსიშვილი: მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა დაამტკიცა
11-01-2017, 05:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა დაამტკიცა.

 

 

ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას უნდა დაედგინა წესი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ერთჯერადი გალარების სუბსიდირება.

 

 

პირველმა ვიცე პრემიერმა განმარტა ის პირობები, რომელთაც მსესხებელი უნდა აკმაყოფილებდეს, რათა გალარების პროგრამით სარგებლობა შეძლოს.

 

 

„აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს, 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს, მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1-ლი იანვრისთვის, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, ამ შემთხვევაში, 2016 წლის 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს მთავრობა.

 

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებელია მსესხებელს ჰქონდეს მეტი სესხი, თუმცა, იმ ნაწილზე საქართველოს მთავრობა სუბსიდირებას არ განახორციელებს და ეს იქნება მსესხებლის გადაწყვეტილება“, - განმარტა ქუმსიშვილმა.

 

 

მისი თქმით, „ეროვნული ბანკი პირდაპირ მიაწვდის გალარებისთვის საჭირო ვალუტას კომერციულ ბანკებს და ასევე მიაწვდის უკვე კომერციულ ბანკებს იმ ლარის რესურსს, რომელი ლარის რესურსიც საჭიროა".

 

 

სტატისტიკურად, რასაც ჩვენ ვითვლით, 33 ათასს სესხს შეიძლება შეეხოს ეს ყველაფერი, მსესხებლების რაოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმებული იქნება უკვე კონკრეტულ მსესხებლებზე შემოსავლების რაოდენობა და ასევე მომართვიანობის რაოდენობა. საბოლოო ჯამში, აღნიშნულის მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დამოკიდებულება ვალუტის რყევებთან მიმართებაში ჩვენი მოსახლეობის სესხების მომსახურების ნაწილში, რაც საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ მოსახლეობას აღარ გაეზრდება და აღარც შეუმცირდება ის ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც ისინი იხდიდნენ სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის რყევა იქნებოდა“, - განაცხდა ფინანსთა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი