საქართველოს მთავრობასა და ჩინურ კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ს შორის, პროექტის ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
16-01-2017, 05:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტ ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში, საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აძლიერებს - დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობასა და ჩინურ კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

 

 

დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ და „CEFC China Energy Company Limited“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟიანჟუნ ჟანგმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

 

 

„მემორანდუმის მიზანია ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა ერთობლივი ინიციატივების განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც განიხილება უმსხვილესი კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ის მიერ შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შეძენა.

 

 

კომპანია გეგმავს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას - ჩინეთის განვითარებული ინდუსტრიული ზონების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და გადამამუშავებელი წარმოების, თანამედროვე ტექნოლოგიების, სასაწყობე მეურნეობისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვით.

 


„CEFC China Energy Company Limited“-ი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა ენერგეტიკის, საფინანსო, კომერციულ, სავაჭრო და ლოგისტიკის სფეროებში. შემოსავლების მიხედვით, იგი შედის მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების ხუთასეულში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება გამომცემლობა „Fortune“-ს მიერ (Fortune Global 500).

 


გამოცდილებიდან, საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომპანია „CEFC China Energy Company Limited“-ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, არამედ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის გაძლიერებაში", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი