საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება
16-01-2017, 05:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა, იურგენ ბოოსმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

 

 

მხარეებმა საქართველოს მხრიდან 2014-2016 წლებში გაწეული მოსამზადებელი სამუშაოები შეაჯამეს და პროექტის აქტიურ ფაზაზე გადასვლის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსოფლიოში ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც მხარეთა შეფასებით, ქართული ლიტერატურისა და კულტურის ცნობადობის გაზრდის უნიკალური შანსია.

 

 

პრემიერ მინისტრის თქმით, საქართველო მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული თანამედროვე, ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანაა, რომლის ლიტერატურის, კულტურის, ტრადიციების უფრო ახლოს გაცნობით, მსოფლიო აქამდე ჯერ კიდევ უცნობ საქართველოს „აღმოაჩენს".

 


იურგენ ბოოსის განცხადებით, მისასალმებელია საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს ხილვა, რადგანაც “ესაა პატარა, მაგრამ ამასთანავე თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყანა, რომელიც 2018 წელს დიდ ინტერესს გამოიწვევს”.

 


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ საკითხებზე.

 

 

აღინიშნა, რომ 2014 წელს დაფუძნდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომლის მთავარ ამოცანას ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის ხელშეწყობა, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა და, ზოგადად, ქართული წიგნის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია წარმოადგენს.

 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი