თბილისში ძიუდოს რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა
18-01-2017, 08:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, სამგორის რაიონში, ილია ბაბუციძის ქუჩაზე მდებარე კლუბ "განთიადში" ძიუდოს რეაბილიტირებული დარბაზი ოფიციალურად გაიხსნა. დარბაზი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა დაათვალიერეს.

 

 

სპორტის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე დარბაზში 6-დან 18-წლამდე ასაკის 60 სპორტსმენი გამოცდილი მწვრთნელის, ლევან ბიგანიშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. დარბაზი ძიუდოს ეროვნული ფედერაციისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციის დახმარებით კი საჭირო სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.

 

 

„ახალგაზრდა ძიუდოისტებს კარგი საჩუქარი გაუკეთა ძიუდოს ფედერაციამ და კერძო მეწარმემ. ეს კერძო ბიზნესის, ფედერაციისა და ხელისუფლების ურთიერთანამშრომლობის კარგი მაგალითია. მსგავსი პროექტები ხორციელდება თბილისსა და რეგიონებში. სწორედ ასეთი პროექტები იძლევა ჯანსაღი თაობის გაზრდის შესაძლებლობას. ამ ბავშვებს შორის დარწმუებული ვარ, მომავალი ჩემპიონებიც არიან". დავით ქევხიშვილი: „ ეს არის დაახლოებით 30-ე დარბაზი, რომელსაც კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით და სამინისტროს დახმარებით ვაშენებთ, ან რეაბილიტაციას ვუტარებთ. ეს პროცესი სპორტში მასობრიობის გაზრდას ემსახურება და დარწმუნებული ვარ წარმატებასაც მოგვიტანს", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ თბილისსა და რეგიონებში სულ 30-მდე ახალი დარბაზი მოაწყო, სადაც ასობით ბავშვი გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურეობით ემზადება. ეს პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და კიდევ არაერთი დარბაზი მოეწყობა - ზოგიერთ რეგიონში ძველი შენობის რეაბილიტაცია მოხდება, ზოგან კი ახალი დარბაზი აშენდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი