ზურაბ პატარაძემ და სულხან ევგენიძემ კვირიკეში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 11 ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები გადასცეს
19-01-2017, 04:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ კვირიკეში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 11 ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები გადასცეს. აღნიშნულ ოჯახებს მთავრობის თავმჯდომარისგან სასურსათო ამანათებიც დაურიგდათ. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს.

 

 

გამგეობაში განმარტავენ, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი 2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აშენდა.

 

 

„პროექტის ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა, სადაც მოეწყო კომუნიკაციები, ჩაისვა კარ-ფანჯრები და შენობა გადაიხურა. მრავალბინიან სახლში 11 ოჯახი შესახლდება.

 


სოციალური პროგრამის მიზანი სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იყო, რომლის განხორციელებისთვისაც 1 211 570 ლარი დაიხარჯა.

 


მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ასევე მიწისძვრით დაზარალებული 134 საცხოვრებელი და 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდა, ხოლო 14 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის კომპენსაციები გაიცა", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი