გიორგი კვირიკაშვილი თურქული კომპანია „Limak”-ის თავმჯდომარეს, ებრუ ოზდემირს შეხვდა
19-01-2017, 23:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი თურქული კომპანია „Limak”-ის თავმჯდომარეს, ებრუ ოზდემირს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ხაზი გაესვა იმ შესაძლებლობებს, რასაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

 


შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხები იყო. ითქვა, რომ საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც ადასტურებს უცხოელ ვიზიტორთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნულ კონტექსტში, საუბარი შეეხო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

 


კომპანია Limak”-ი ძირითადად ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებით არის დაინტერესებული. კომპანია ახორციელებს პროექტებს აეროპორტების, პორტების, საავტომობილო გზების მშენებლობასა და მათ მართვაში. კომპანია ფლობს სასტუმროთა ქსელს თურქეთის კურორტებზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი