ლევან იზორია საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელს შეხვდა
20-01-2017, 09:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ ევროკავშირის ელჩს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხები განიხილეს.

 

 

საუბარი საქართველოს მიერ მსოფლიო უსაფრთხოებისათვის გაღებულ წვლილს, კერძოდ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ ევროკავშირის სამხედრო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ჩართულობის საკითხსაც შეეხო.

 


„თავდაცვის სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის. გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი, რომელსაც ემყარება ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ ჩავატარეთ 250-მდე შეხვედრა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ვახორციელებთ მონიტორინგს უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში და ასეთი ფორმით წარმოვადგენთ ევროკავშირს“, - განაცხადა კიასტუტის იანკაუსკასმა.

 


შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და EUMM-ის წარმომადგენელი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი