დონალდ ტრამპი: „ჩვენ არ ვეცდებით დავუწესოთ ვინმეს ჩვენი ცხოვრების წესი, მაგრამ ამის ნაცვლად შევქმნით გარანტიას, რომ ამერიკამ იბრწყინოს, როგორც მაგალითმა“
20-01-2017, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ წარმოთქმულ საინაუგურაციო სიტყვაში აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ვაშინგტონი გააძლიერებს ძველ ალიანსებს, მაგრამ ამავე დროს შექმნის ახალ კავშირებსაც. მან თქვა, რომ „ჩვენ არ ვეცდებით დავუწესოთ ვინმეს ჩვენი ცხოვრების გზა, მაგრამ ამის ნაცვლად მოვახერხებთ იმას, რომ მან [ამერიკამ] იბრწყინოს როგორც მაგალითმა“.

 

 

„ჩვენ მეგობრობის ხელს გავუწვდით მსოფლიოს სახელმწიფოებს და კეთილმოსურნე ვიქნებით მათთვის, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ იმის გაცნობიერებით, რომ ყველა სახელმწიფოს უფლებაა პირველ რიგში თავიანთი საკუთარი ინტერესები დააყენონ. ჩვენ არ ვეცდებით დავუწესოთ ვინმეს ჩვენი ცხოვრების წესი, მაგრამ ამის ნაცვლად შევქმნით გარანტიას, რომ მან [ამერიკამ] იბრწყინოს როგორც მაგალითმა. ჩვენ ვიბრწყინებთ ყველასათვის, რომ გამოგვყვნენ.

 


ჩვენ გავაძლიერებთ ძველ ალიანსებს და ჩამოვაყალიბებთ ახლებს და გავაერთიანებთ ცივილიზებულ მსოფლიოს რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც ამოიძირკვება პირისაგან მიწისა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

 


მან ამერიკის ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მასშტაბურ პროექტებს განახორციელებს.

 


„ჩვენ ავაშენებთ ახალ გზებს და ავტომაგისტრალებს, ხიდებს, აეროპორტებს, გვირაბებს, რკინიგზებს მთელი ჩვენი ჩინებული ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს ხალხს სამუშაოზე, ხელახლა ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას ამერიკული ხელებით და ამერიკული მუშა-ხელით.

 


ჩვენ ორ მარტივ წესს გავყვებით; იყიდე ამერიკული და დაასაქმე ამერიკელი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელიც დღეს შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდა. 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღთქმა დადო, რომ დაიწყებს მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას „მალე, როგორც ეს დაგეგმილია". აღნიშნული განცხადება ტრამპმა კონსერვატორების კონგრესის წინაშე გააკეთაა. მან განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეები ყოველთვის პირველ რიგში იქნებიან დაყენებული და ააშენებს „დიდ, დიდ სასაზღვრო კედელს". 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს დარწმუნებული იყოს, რომ შეერთბული შტატების ბირთვული არსენალი „ყველაზე მაღალ ნიშნულზე არის" - აღნიშნა რა, რომ ამერიკის შეერთებული  შტატები ბირთვული შეიარაღების თვალსაზრისით თავის შესაძლებლობებს ჩამორჩა.

ყველაზე კითხვადი
  1. პატარა საქართველომ „რა დააშავა ისეთი“, რომ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურები - პუტინი, მედვედევი და სხვა - ქართველებს გვიკრძალავენ ქვეყნის გამთლიანებაზე „ფიქრსაც კი?!“
  2. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ოჯახები 2017 წლის იანვრიდან დაბადებულ ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე, 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად, ფულად დახმარებას მიიღებენ
  3. ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე პრემიერ კვირიკაშვილის წინააღმდეგ: ძალიან ვწუხვარ, მე ვიცნობდი მას, როგორც პატიოსან, მორწმუნე, ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა პრინციპულობის
  4. ტრამპმა შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი მისი ბრძანების შეუსრულებლობისთვის თანამდებობიდან დაითხოვა
  5. დონალდ ტრამპმა ოთხ ამერიკულ ტელევიზიას და ერთ გაზეთს ამერიკელი ხალხის მტრები უწოდა
  6. გიორგი ჯაფარიძეს მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა - პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
  7. დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს რუსეთის საზღვრის გასწვრივ მშვიდობის აღსადგენად
  8. დავით ბაქრაძე: გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს
  9. გიგი უგულავა: როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და დაიწყო საპატრიარქო ცხოვრებაში აქტიური ჩარევის ოპერაცია
  10. ტრამპის მიერ უმკაცრესი სავიზო რეჟიმის დაწესება გავლენას მოახდენს „მწვანე ბარათებისა" და აშშ-ის ვიზების მფლობელებზეც
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი