საქართველოს თავდაცვის უწყება: დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს
21-01-2017, 01:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს უმასპინძლა.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, გაფართოებულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ უცხოელ ელჩებს და თავდაცვის ატაშეებს სამინისტროში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 


მინისტრის განცხადებით, რეფორმების მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვის უნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთეულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს.

 


სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა რეფორმების განხორციელების პროცესში ლევან იზორიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

 

 

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის შეფასებით, მიმდინარე რეფორმები დროული იყო.

 

 

„ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პროგრესმა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს გაუმკლავდეს რეგიონში არსებულ გამოწვევებს. რეფორმები ძალიან რთულად განსახორციელებელი იყო, რადგან ის პერსონალის შემცირებასთან და სამინისტროს სტრუქტურის რეორგანიზაციასთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს დროული იყო. აღნიშნული ცვლილებებით უფრო სწრაფად განვახორციელებთ ჩვენს საწვრთნელ პროგრამას საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რაც მას საშუალებას მისცემს გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები", - განაცხადა კელიმ.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, თავდაცვის სამინისტროს ახალ, ოთხწლიან სტრატეგიას და სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავების პროცესს. თავდაცვის მინისტრმა უცხოელ სტუმრებს ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გააცნო, რომელიც დოკუმენტში იქნება ასახული.

 


საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, ყველა დადებითად აფასებს მიღწევებს, რაც თავდაცვის მინისტრმა რეფორმების კუთხით განახორციელა.

 

 

„თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი ძირითადად შეიარაღებული ძალების თავდაცვის მზადყოფნის გაძლიერებაზეა ორიენტირებული, რომელიც ეტაპობრივი პროცესია და რომლის განხორციელებაც სამინისტრომ უკვე დაიწყო. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სტრატეგიის მთავარ მიზანს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება წარმოადგენს, რათა მან შეძლოს საფრთხის შეკავება და აგრესიის მოგერიება. ჩვენ მხარს ვუჭერთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, რადგან საბიუჯეტო თანხები, რომლებიც აღჭურვილობის შესაძენად და წვრთნებისთვის იყო გამოყოფილი არასაკმარისია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის დროს შეიარაღებული ძალები საფრთხეებთან გამკლავებას ეფექტურად ვერ შეძლებდნენ. მზად ვართ გვერდში დავუდგეთ საქართველოს და დავეხმაროთ სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში", - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

 


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმაც შეაფასა.

 

 

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უწყებაში მიმდინარე რეფორმა ყველაზე მრავლისმომცველი მცდელობაა, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას, არამედ ფუნქციონალური გზით შეიარაღებულ ძალებსაც შეეხება. პროგრესის დიდი ნაწილი უკვე მიღწეულია. რეფორმა ბევრ რთულ პირობასაც მოითხოვს. რთულია სამხედრო ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და კადრების შემცირება, მაგრამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის რთული ნაბიჯების გადადგმა საჭიროა“", - განაცხადა ლაჰიუმ.

 


გაფართოებული შეხვედრის ბოლოს დიპლომატებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასეს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

 


უცხო ქვეყნის დიპლომატებთან და სამხედრო ატაშეებთან გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი