„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
21-01-2017, 08:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებშია შექმნილი, პირველი შეხვედრა გამართა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე იმ საკითხების იდენტიფიცირება მოხდა, რომელებიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საკანონმდებლო წინადადებიდან გამომდინარე გამოიკვეთა.

 

 

საკითხები შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა: მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს შორის უფლება-მოვალეობებისა და ვალდებულებების მკაფიოდ გამიჯვნას, სამერვეო საბჭოს არჩევას და სხვა. სამუშოა ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო რეგულაციები ისე უნდა დაიხვეწოს და გახდეს მოქნილი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცეს განვითარებისა და თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

 

 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამუშო ჯგუფს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატება და საკითხთა ჩამონათვალიც შეიძლება გაიზარდოს.

 


„ჩვენ ვიმუშავეთ რამდენიმე საკითხზე, რაც კანონმდებლობის კუთხით ხარვეზებს და პრობლემებს ქმნის. ეს ეხება შიდა საქმიანობას, როგორც უფებამოსილების ფარგლების გამიჯვნის კუთხით, ასევე სამეურვეი საბჭოს არჩევის წესს. ბევრ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო წინადადებები, რომლებსაც სამუშო ჯგუფი განიხილავს. შემდეგი შეხვედრისთვის გვექნება შესაძლებლობა უკვე შინაარსობრივ ნაწილზე გადავიდეთ. მოვიწვევთ დამატებით ექსპერტებს. ჯგუფი იმუშავებს კონკრეტულ ცვლილებებზე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

 

 

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც დოკუმენტი მზად იქნება, უფრო ფართო აუდიტორიასთან გაიმართება დისკუსია.

 

 

„მთავარი ამოცანა არის ის, რომ მკაფიოდ განისაზღვროს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის მიზანი, რომ ის გამოხატავდეს იმ ძირითად არს, რაც კანონითაა დადგენილი, რომ მას ხელი არ შეეშალოს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და პირუთვნელად ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს“, - განაცაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 იანვრის სხდომაზე მიიღო, როდესაც განიხილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საკანონმდებლო წინადადება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი