ასეულობით ათასი ქალი გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ვაშინგტონის, ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოს და ბოსტონის ქუჩებში
21-01-2017, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასეულობით ათასი ქალი გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ვაშინგტონის, ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოს და ბოსტონის ქუჩებში. როგორც „როიტერსი“ წერს, ტრამპმა ბევრი ლიბერალი ამერიკელი გაანაწყენა თავის კომენტარებით ქალებზე, მექსიკელებსა და მუსულმანებზე, საზღვარგარეთ კი ბევრმა წუხილი გამოთქვა მის საინაუგურაციო მიმართვისას წარმოთქმული სიტყვების - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - გამო.

 


„როიტერსის“ ცნობით, ვაშინგტონის ცენტრში ქალების მარშირებაზე გამოსულთა რაოდენობა 200 000-ზე მეტი იყო და ისინი 1.6 კილომეტრ მანძილზე იყვნენ გადაჭიმულნი.

 

 

 

 


ჩიკაგოს პოლიციის ცნობით კი, ქალაქ ჩიკაგოში გამართულ მარშირებაში 125 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, პროტესტმა აჩვენა, თუ რამდენად გაყოფილია საზოგადოება ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა 2016 წლის წინააღმდეგობრივი საარჩევნო კამპანიიდან.

 


„ჩვენ შეწუხებულები ვართ ყველაფერ იმით, რაც ტრამპს უნდა რომ გააკეთოს“, - განაცხადა 35 წლის ბონი ნორტონმა. მან და მისმა ქმარმა, 36 წლის ჯეფერსონ კოლმა 19 თვის ქალიშვილთან ერთად ვაშინგტონის მარშირებაში მიიღეს მონაწილეობა.

 

 

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია აკონტროლებს როგორც თეთრ სახლს და კონგრესს, ტრამპი ახლა უზარმაზარი ოპოზიციის წინაშე დგას საზოგადოების დიდ ნაწილთან - იმ დროს, როდესაც ახალი პრეზიდენტისთვის ოფისში შესვლა ჩვეულებისამებრ, თაფლობის თვედ არის ხოლმე მიჩნეული, - წერს „როიტერსი“.

 

 

 

 

 


ტრამპის საწინააღმდეგო მარშირებები სოლიდარობის ნიშნად, ლონდონის, სიდნეის, ტოკიოს და ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

 

 

(ვაშინგტონში, ქალების მარშირებას შეუერთდა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი)

 

 


ტრამპმა შაბათს „თვითერზე“ დაწერა: „ჩემთვის დიდი პატივია გემსახუროთ თქვენ, დიდ ამერიკელ ხალხს, როგორც თქვენი 45-ე პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა“, მაგრამ მას პროტესტი არ უხსენებია.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი