აბაშის გამგეობის ცნობით, მუნიციპალიტეტში, მდინარე ნოღელაზე საჭაპანო ხიდი მოეწყო. 15 მეტრი სიგრძისა და 1,5 სიგანის ხიდი მოსახლეობას საძოვართან და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან აკავშირებს.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტზე 14 446 ლარი დაიხარჯა.
დასრულებული სამუშაოები აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა ვახტანგ გაბელაიამ, გია კუციამ და შესაბამის სამსახურის თანამშრომლება დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.