დონალდ ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ტერეზა მეისთან გამართავს
22-01-2017, 05:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრს, ტერეზა მეის შეხვდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

შეხვედრა პარასკევს, ვაშინგტონში შედგება.

 

 

მეი იქნება პირველი უცხოელი ლიდერი, რომელთანაც ტრამპი მოლაპარაკებას პრეზიდენტის რანგში გამართავს.

 

 

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს „მტკიცე და სპეციალური ურთიერთობები" გააჩნიათ და ისინი ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში კვლავ ახლო პარტნიორებად დარჩებიან.

 

 

„მსურს, მივულოცო დონალდ ტრამპს აშშ-ის მომავალ პრეზიდენტად არჩევა.... ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს გააჩნიათ მტკიცე და საგანგებო ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლების და დემოკრატიის ღირებულებებზე.

 

 

ჩვენ ვართ და კვლავ დავრჩებით მტკიცე და ახლო პარტნიორებად ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპთან მუშაობას, რათა განვამტკიცოთ ეს კავშირები იმისთვის, რომ მომავალ წლებში ჩვენი ერების უსაფრთხოება და კეთილდღეობა იყოს გარანტირებულად უზრუნველყოფილი", - აღნიშნული იყო "დაუნინგ სთრითის" მიერ გამოქვეყნებულ მეის განცხადებაში.

 

 

2015 წლის დეკემბერში მეიმ, „რესპუბლიკელი" კანდიდატის მოწოდება შეერთებულ შტატებში მუსლიმების შეშვების აკრძალვასთან დაკავშირებთ, გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს" განმცალკევებელი და მცდარი" იყო. ამ დროს, ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის შს მდივანი იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი