ისრაელი ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში ასეულობით ახალი სახლის აშენებას იწყებს - „ტრამპის გაპრეზიდენტებით თამაშის წესები შეიცვალა, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ხელები შეკრული, როგორც ეს ობამას დროს გვქონდა“
22-01-2017, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელმა ოკუპირებული აღმოსავლეთ იერუსალიმის ახალშენებში ასეულობით ახალი სახლის აშენებას დაუჭირა მხარი მას შემდეგ, რაც მტკიცე პრო-ისრაელის დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.

 


იერუსალიმის ვიცე მერმა მეირ ტურგემენმა AFP-ის განუცხადა: „ბოლოს და ბოლოს ახლა ჩვენ შეგვიძლია ვაშენოთ“.

 


საერთაშორისო სამართლით აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალშენები უკანონოდ არის მიჩნეული, მაგრამ ისრაელი არ ეთანხმება ამას.

 


კვირას მისი კაბინეტის წევრებთან შეხვედრის დასაწყისში პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი დაელაპარკება კვირას, მოგვიანებით, ტრამპს.

 


„ბევრი საკითხია ჩვენს შორის, მათ შორის ისრაელ-პალესტინის საკითხი, მდგომარეობა სირიაში და ირანული საფრთხე“, - განაცხადა მან.

 


იერუსალიმის მერიამ მოიწონა 565 ახალი სახლის მშენებლობის ნებართვები აღმოსავლეთ იერუსალიმში - პისგატ ზეევის, რამატ შლომოს და რამოტის ახალშენებში.

 


ტურგემანმა თქვა: „მითხრეს, მომეცადა სანამ ტრამპი შევიდოდა თეთრ სახლში, რადგან მას არ აქვს პრობლემა იერუსალიმში მშენებლობასთან დაკავშირებით.

 


„დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით თამაშის წესები შეიცვალა. ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ხელები შეკრული, როგორც ეს ბარაქ ობამას დროს გვქონდა“.

 


გასული წლის დეკემბერში გაერო-ს უშიშროების საბჭომ ახალშენების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო, რასაც საბჭოს 15 წევრიდან მხარი 14-მა დაუჭირა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი ვეტოს დადების ნაცვლად თავი შეიკავა ხმის მიცემისაგან. გაერო-ს რეზოლუცია დაჟინებით მოუწოდებს ისრაელს დაასრულოს ახალშენების უკანონო მშენებლობები.

 


ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რეზოლუციის მიღებიდან მალევე განაცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია „სამარცხვინოა“.

 

 

მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი არ დაემორჩილება 15 წევრი ქვეყნისაგან შემდგარი უშიშროების საბჭოს პარასკევს (23 დეკემბერი) მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

 

ნეთანიაჰუმ განაცხადა: „ისრაელი უარს ამბობს გაერო-ს ამ სამარცხვინო ანტი-ისრაელის რეზოლუციაზე და არ შეასრულებს მის პირობებს.

 

„იმ დროს, როდესაც უშიშროების საბჭოს არაფერი გაუკეთებია სირიაში ნახევარი მილიონი ადამიანის ხოცვა-ჟლეტაზე, ის სამარცხვინოდ უქმნის საფრთხეს ერთადერთ ნამდვილ დემოკრატიას ახლო აღმოსავლეთში, ისრაელში, და უწოდებს დასავლეთის კედელს ‘ოკუპირებულ ტერიტორიას’.“



პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეზოლუცია არის „დიდი დარტყმა ისრაელის პოლიტიკისათვის“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი