ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ჰელსინკში ორმხრივი შეხვედრები გამართა
23-01-2017, 12:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად ფინეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ლევან იზორიას ხელმძღვანელობით თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ჰელსინკში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფინეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს ყურადღება საქართველოსა და ფინეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

 

 

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ლევან იზორიამ კოლეგას, იუსი ნიინისტოს მადლობა გადაუხადა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის (JTEC) სწავლებების სექტორში ფინელი ექსპერტის მოვლინებისთვის. მინისტრებმა სამხედრო განათლების კუთხით ურთიერთობაზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო ნატოს უელსის სამიტზე მიღებულ გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატს. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის ამ ფორმატში საქართველო და ფინეთი სხვა წევრებთან ერთად რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ კონსულტაციებსა და სტრატეგიულ დისკუსიებში.

 


ლევან იზორიამ ფინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ რეფორმა ძლიერი და ეფექტიანი, წესებზე დაფუძნებული თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება და საფუძვლად დაედება სამხედრო ძალების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესს.

 


შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები შეაჯამეს და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.

 

 

“ეს არის საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი ფინეთში. ფინეთი საქართველოსთან ერთად გაძლიერებული შესაძლებლობის ინიციატივის ჯგუფის წევრი ქვეყანაა ნატოსთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფის წევრებს შორის იყოს მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ ამ ურთიერთობებს ფინეთთან ვიწყებთ. ხვალ შვედეთს ვესტუმრებით და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ, როგორიცაა ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში, წვევამდელთა სისტემის ჩამოყალიბება, მობილიზაციის სისტემის განვითარება და უწყებრივი ურთიერთთანამშრომლობა, ასევე, თუ როგორია მათი პრაქტიკა, მოქმედება და თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებასთან კრიზისებისა და კონფლიქტების შემთხვევაში. ჩვენ გარკვეულ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობა დავსახეთ და მომავალში ვაპირებთ ამ სფეროებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას - იქნება ეს ერთობლივი წვრთნები, თუ სტრატეგიული განხილვები სხვადასხვა თემაზე. ამის მზაობა არსებობს, ჩვენი ვალდებულება კი ურთიერთობის გაღრმავება და ინტენსიფიკაციაა,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

 


„მოხარულები ვართ ამ ვიზიტის. საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს ფინეთში. ეს ჩვენთვის პატივია. დღეს ჩვენ საინტერესო დისკუსია გავმართეთ ორმხრივი თანამშრმლობის შესახებ. ჩვენ ქვეყნებს ორმხრივი თანამშრომლობის დიდი ისტორია არ აქვთ, მაგალითად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთში პირველად იმყოფება. მაგრამ ძალიან საინტერესო ხედვები გაგვაჩნია ჩვენ მეზობელ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე და ურთიერთთანამშრომლობაზე,“ - განაცხადა ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იუსი ნიინისტომ.

 


ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს თავდაცვის ატაშე ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ ჯამურელი და ფინეთში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული უჩა გაბეჩავა დაესწრნენ.

 


ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ფინეთის თავდაცვის ძალების უფროსს, გენერალ იარმო ლინდბერგსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ტიმო სოინს შეხვდა. მანამდე კი, ქართულმა დელეგაციამ, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ფინეთის ეროვნული გმირის მარშალ მანერჰეიმის საფლავი, ასევე ჰიეთანიემის სასაფლაოზე გმირთა ჯვარი გვირგვინებით შეამკო და ფინეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. ქართული დელეგაცია ფინეთის შემდეგ ოფიციალურ ვიზიტებს შვედეთის სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკაში განაგრძობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი