პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ორი ახალი საწარმო შეიქმნება
24-01-2017, 00:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება. საქართველოს პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, დიდ ლილოში ამოქმედდება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო, სადაც 3,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცემა 1 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი.

 

 

მეორე პროექტი არის მინისა და მინის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო, რომელშიც მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

 


გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობა ქვეყანაში წარმოების განვითარების ხელშესაწყობად მთელ რიგ ნაბიჯებს დგამს.

 


„მთავრობა დამწყებ ბიზნესს ეხმარება რამდენიმე მიმართულებით: სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, სესხის სუბსიდირება სტარტაპის, ანუ დაწყების პერიოდში 2 წლის განმავლობაში და კომერციულ ბანკებში მოთხოვნილი გირაოს ნახევრის უზრუნველყოფა,“ - განაცხადა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, რაც მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.

 


„მინდა მივესალმო იმ ინტერესს, რომელიც ბოლო დღეებში გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შექმნას საწარმო საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, პროგრამის ფარგლებში, სრული თანადგომა გავუწიოთ ამ პროექტს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ნიჭიერი თანამოქალაქეებისგან, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით მოღვაწეობენ,“ - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1   mozambika123
      
ასე იკმნება ეს საწარმოები რა swrafi sesxebi
24 იანვარი 2017 03:54
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი