წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურულ კომპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
24-01-2017, 07:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურულ კომპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი განესაზღვრა.

 

 

წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც ამჟამად საეპისკოპოსო კათედრალს წარმოადგენს, მცხეთის რაიონის სოფ. წილკანში მდებარეობს. იგი მოიცავს ტაძარსა და გალავანს. ტაძარი აერთიანებს სამ სამშენებლო პერიოდს და სხვადასხვა ტიპის ნაგებობას: IV საუკუნის დარბაზულ ეკლესიას, V-VI სს. - ბაზილიკას, XI-XIIსს. - გუმბათოვან ტაძარს, ხოლო, ტაძრის გალავანი XVIII საუკუნისაა.

 

 

კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც ოთხ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ნიმუშს აერთიანებს. ამასთან, გადმოსცემს არამხოლოდ ქართული არქიტექტურის განვითარების საფეხურებს, არამედ, ქრისტიანობის გავრცელების ისტორიასაც. აქ მოღვაწეობდა და ტაძარშივეა დაკრძალული 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი- ისე წილკნელი. გარდა ამისა, ძეგლი მდიდარია რელიეფებით, რომელთაგან ზოგიერთი, საეტაპო ნიმუშია. გარდა არქიტექტურული და ხელოვნებათმცოდნეობითი ღირებულებებისა, წილკანი მნიშნელოვანია თავისი ისტორიითაც. იგი იყო საეპისკოპოსო ცენტრი, საიდანაც ხორციელდებოდა ქრისტიანობის შემოსვლა ქართლის მთიანეთში.

 

 

აღსანიშნავია, რომ კომპლექსის მშენებლობის ეტაპები საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ეტაპების თანმდევია. შესაბამისად, ის არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურია.

 

 

წილკნის ღვთისმშობლის არქიტექტურულ კომპლექსს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2016 წლის ბოლოს მიანიჭა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი