„პეგასუსის“ თვითმფრინავის მოცურების რეალური მიზეზი ცნობილია
02-02-2014, 12:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სპეციალური კომისიის კვლევამ აჩვენა,რომ ავიაკომპანია "პეგასუსის" კუთვნილი ავიალაინერის მოცურების მიზეზი მისი ძრავის გაუმართაობა გახდა – ამის შესახებ პორტალ "კვირას" კომისიის ხელმძღვანელმა დავით გიუნაშვილმა განუცხადა.

 

მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ "პეგასუსის" თვითმფრინავის მოსრიალება ასაფრენ-დასფრენი ზოლის მოყინულობამ გამოიწვია არასწორია, რადგან ზოლი გაწმენდილი იყო.

 

 

"პეგასუსი" კუთვნილ ავიალაინერის ასაფრენი ზოლიდან გადასვლა საწყის ეტაპზე, ძრავების არანორმალურმა მუშაობამ გამოიწვია. კერძოდ, მარჯვენა ძრავის გაუმართაობამ. სწორედ ამის გამო, ხომალდის მეთაურმა ფრენის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ ავიალაინერი მოსრიალება ასაფრენ-დასფრენი ზოლის მოყინულობამ გამოიწვია. ეს ზოლი გაწმენდილი იყო და ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე თვითმფრინავი შეუფერხებლად აფრინდა", – განუცხადა "კვირას" დავით გიგუნაშვილმა.

 

მისივე განცხადებით, "პეგასუსის" თვითმფრინავმა აფრენამდე შესაბამისი ტექნიკური პროცედურები გაიარა და აფრენამდე ლაინერი სრულად გამართული იყო.

 

"მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების ლაინერებსაც შეიძლება დაემართოს იგივე რამ, ამისგან დაზღვეული არ ვართ. ფაქტია, რომ აფრენამდე ლაინერს ყველა შესაბამისი ტექნიკური პროცედურა ჩაუტარდა და ის მწყობრში იყო. თუმცა მოხდა ის რაც მოხდა",- განუცხადა "კვირას" კომისიის ხელმძღვანელმა.

 

კითხვაზე, თუ ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, გიუნაშვილი აცხადებს, რომ – არავის, რადგან მსგავსი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "პეგასუსის" თვითმფრინავი ავიაკატასტროფას გადაურჩა. ბორტზე 124 მგზავრი იმყოფებოდა.

 

კომპანიამ მგზავრების გადასაყვანად ახალი ბორტის გამოგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც თბილისი-სტამბოლის მიმართულებით რეისი შეასრულა.

 

ფაქტის შესასწავლად თურქეთიდან, "პეგასუსის" სათავო ოფისიდან, 3 უცხოელი სპეციალისტი ჩამოვიდა.

 

იმ ავიალაინერს კი, რომელიც გუშინ მოცურდა კომისიამ სტამბულის მიმართულებით ტექნიკური ფრენის უფლება მისცა.

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=5397 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი