ტრამპმა შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი მისი ბრძანების შეუსრულებლობისთვის თანამდებობიდან დაითხოვა
31-01-2017, 00:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების მოქმედი გენერალური პროკურორი სამსახურიდან დაითხოვა მას შემდეგ, რაც მან პრეზიდენტის საემიგრაციო აკრძალვის კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.

 

 

სალი იატესმა, რომელიც ობამას პრეზიდენტობისას დაინიშნა, ბრძანება გასცა იუსტიციის დეპარტმანეტის მოსამართლეებისადმი, რომ პრეზიდენტის ბრძანება მოქმედებაში არ მოიყვანონ.

 

 

იატესმა წერილში განაცხადა, რომ „არ იყო დარწმუნებული" პრეზიდენტის ბრძანების კანონიერებაში.

 

 

„იუსტიციის დეპარტამენტმა ჩემს, როგორც მოქმედი გენერალური პროკურორის წინაშე, არ წარმოადგინა საპრეზიდენტო ბრძანების დამცავი არგუმენტები", - თქვა მან.

 

 

 

 (ფოტოზე მარჯვნივ - სალი იატესი)

 

აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათში თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ქალბატონი იატესი გათავისუფლებულია მისი მოვალეობიდან, რადგან შეერთებულ შტატებს „უღალატა".

 

 

„კანონიერ ბრძანების აღსრულებაზე უარის თქმით, უღალატა იუსტიციის დეპარტამენტს დაეცვა შეერთებული შტატების მოქალაქეები", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

 

 

სალი იატესი გენერალური პროკურორის პოსტზე ვირჯინიის აღმოსავლეთ რაიონის პროკურორმა, დანა ბოენტმა შეცვალა. მან დეპარტამენტის წინაშე გასცა განკარგულება, რომ შეასრულონ ტრამპის ბრძანება.

 

 

 

 

 

ტრამპის ახალი საპრეზიდენტო ბრძანება 7 მუსულმანური ქვეყნის - ირანის, ერაყის, სირიის, იემენის, სუდანის, სომალის და ლიბიის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას უზღუდავს. 

 

 

შეერთებულ შტატებში 90 დღის განმავლობაში ვერ  შევლენ აღნიშნული 7 ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომელთაც ორმაგი მოქალქეობა გააჩნიათ. იმისათვის, რომ მათ აშშ-ში შესვლა შეძლონ, ემიგრანტის ან არაემიგრატნის ვიზა უნდა იყოს გაცემული.    

 

 

 

 

 

შეზღუდვა ასევე ეხება ამერიკის მოკავშირე ქვეყნების ორმაგ მოქალქეებს, თუმცა, კანადის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ეს მისი ქვეყნის ორმაგ მოქალაქეებზე არ იმოქმედებს.    

 

 

აღნიშნული ბრძანება ლტოლვილთა პროგრამას 120 დღით აჩერებს, ხოლო სირიელი ლტოლვილების შესვლას სამუდამოდ კრძალავს. 

 

 

როგორც „როიტერსი" იუწყება, ტრამპის ბრძანებამ, რომელიც მუსულმანური ქვეყნებიდან ხალხის შეშვებას კრძალავს, გამოიწვია დაბნეულობა, პანიკა მგზავრებს შორის, რომელთაგან ზოგიერთმა შეერთებულ შტატებში გაფრენისგან თავი შეიკავა.  

 

 

 

 

 

„როიტერსის" ცნობით, საპრეზიდენტო ბრძანებამ აღშფოთება გამოიწვია არაბ მგზავრებს შორის ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მათი განცხადებით, ეს დამამცირებელი და დისკრიმინაციულია.         

 

 

ტრამპის ბრძანების გამოცემას ფართო კრიტიკა მოჰყვა შეერთებული შტატების დასავლელ მოკავშირეებში, მათ შორის, საფრანგეთსა და გერმანიაში, არაბ-ამერიკულ ჯგუფებში, ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი