სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ოჯახები 2017 წლის იანვრიდან დაბადებულ ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე, 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად, ფულად დახმარებას მიიღებენ
06-02-2017, 06:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. ამის შესახებ Guardian.ge-ს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

 


გამგეობის განმარტებით, პროგრამა, ყოველ მესამე და მომდევნო დაბადებულ ბავშვზე ოჯახისთვის, 2 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად ფულად დახმარებას გულისხმობს.

 

 

კონკრეტულად კი, ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრები ოჯახები, რომელთაც არ აქვთ მაღალი მთის სტატუსი, მესამე და მომდევნო დაბადებულ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს მიიღებენ, ხოლო ქალაქის ტიპის მაღალმთიან დასახლებებში ეს თანხა 200 ლარი იქნება.

 

 

სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრები ოჯახები, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა აღნიშნულ დასახლებას მაღალი მთის სტატუსი, 2 წლის მანძლზე ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ. დახმარება მხოლოდ 2017 წლის იანვრიდან დაბადებულებს შეეხებათ. 

 

 

„მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და შობადობის მატერიალური წახალისებაა. ფულად დახმარებას ადგილობრივები ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით მიიღებენ. მათ ამისთვის თავიანთ მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ. განცხადებას თან უნდა ახლდეს: ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობები, მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - თუ მიმართვას ახორციელებს მშობლების გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენელი; მაძიებლისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობები; სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა სოციალური დახმარების უფლებრივი საკითხის გასარკვევად საჭიროების შემთხვევაში", - აცხადებენ ადიგენის გამგეობაში.

 

კომენტარები: 1
#1   kaxa
      
ვინ მიიგებენ მერე სომხები? მათი გამრავლება არის კიდე საჭირო???
7 თებერვალი 2017 07:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი