„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური ქაბულის პროვინციის ქარა ბაღის რაიონის გამგებელს შეხვდა
06-02-2017, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე ქაბულის პროვინციის ქარა ბაღის რაიონის გამგებელს, აბდულ სენი შარიფის შეხვდა. მხარეებს შორის შეხვედრა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჯირგაში (ბაზაზე არსებული შეხვედრის ადგილი) გაიმართა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ოპერაციის რაიონში არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე გამოწვევებსა და საფრთხეებზე. საუბარი ქართული მხარის მიერ განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ჰუმანიტარულ ოპერაციებსაც შეეხო.

 


შეხვედრის დროს გამგებელმა შარიფმა ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და 32-ე ბატალიონის მეთაურს ქარა ბაღის რაიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მადლობა გადაუხადა. ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქარა ბაღის რაიონის გამგებელს ავღანურ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას და კიდევ უფრო განმტკიცებას დაპირდა.

 


ორმხრივ შეხვედრას 32-ე ბატალიონის დაგეგმარების ჯგუფი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ავღანეთის ეროვნული არმიის IV ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუსტაფა საიდი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი