ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდურის მოსახლეობა გამგებელს კანალიზაციის სისტემის მოწყობას სთხოვს
06-02-2017, 23:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდურის მოსახლეობა კანალიზაციის სისტემის მოწყობას ითხოვს. აღნიშნული სოფლის მცხოვრებთა ერთა ნაწილმა გამგებელთან, გაგიკ კარსლიანთან შეხვედრა გამართა და სოფლის სახელით ითხოვა, რომ 2017 წელს დიდი გონდურის საკანალიზაციო სისტემა დამონტაჟდეს.

 

 


 


როგორც Guardian.ge-ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განუცხადა, 2017 წლის ბოლომდე 50-ამდე ოჯახს აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად გამგეობა მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს და შეეცდება, რომ მწყობრში მოიყვანოს 500 მეტრის საკანალიზაციო სისტემა, რისთვისაც გამგებლის თქმით, 30 000 ლარი იქნება საჭირო.

 


გაგიკ კარსლიანის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქალაქ ნინოწმინდაში კანალიზაციის სისტემა სრულად გაიმართება, აქცენტი უკვე სოფლებზე იქნება გაკეთებული. გამგებელი ამბობს, რომ ამ მიმართულებით უკვე ქალაქში საკითხის 90% მოწესრიგებულია, მაშინ როდესაც 2013 წელს აღნიშნული კუთხით მცირე ნაბიჯები იყო გადადგმული და ნინოწმინდაში საკანალიზაციო სისტემა მხოლოდ 10-15%-ით თუ იყო გამართული.

 

 

 


გაგიკ კარსლიანმა Guardian.ge-ს უთხრა, რომ ქალაქ ნინოწმინდის საკანალიზაციო სისტემის სრულად გამართვისთვის ბოლო 4 წელიწადში ჯამში 1 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი