საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის“ საორიენტაციო კურსის განვითარების მიზნით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლას იტალიის არმიის პოსტ-კონფლიქტური ოპერაციების სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ვიცე-პოლკოვნიკები პაოლო მაზუფერი და ჯანლუკა მაჩერანო ქართველ პოტენციურ ტრენერებთან და სკოლის თანამშრომლებთან ერთად მომდევნო სამი დღის განმავლობაში იმუშავებენ და შემდგომი თანამშრომლობის ეტაპებს დაგეგმავენ, რაც საექსპერტო ცოდნის გაზიარებას, სილაბუსის შედგენას, ქართველ ტრენერთა გადამზადებასა და სასწავლო მასალების განვითარებას გულისხმობს.
უწყების განმარტებით, მსგავსი სახის ვიზიტები ხელს უწყობს იტალიისა და საქართველოს სასწავლო ინსტიტუტებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.