ჩაქვში მცხოვრებ ანტისა ნორაკიძეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასი წლის იუბილე მიულოცეს
07-02-2017, 08:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ფატი ხალვაშმა და ქობულეთის გამგებლის მოადგილემ, მალხაზ რომანაძემ დაბა ჩაქვში მცხოვრებ ანტისა ნორაკიძეს ასი წლის იუბილე მიულოცეს.

 

 

„მოხუცს მინისტრმა სმენის აპარატი და 1000 ლარი გადასცა საჩუქრად, ხოლო ქობულეთის გამგეობისგან „ლიბერთი ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ტელევიზორი გადაეცა საჩუქრად.

 


ანტისა ნორაკიძე ღვაწლმოსილი პედაგოგია. იგი 1917 წელს ზუგდიდში დაიბადა. ქალბატონი ანტისა პედაგოგიური განათლების მიღების შემდეგ წლების მანძილზე სოფელ ინგირის საბავშვო ბაღში მუშაობდა, ხოლო 1948 – 1978 წლებში დაბა ჩაქვის საბავშვო ბაღის გამგე იყო. მას სამსახურეობრივი მოღვაწეობის პერიოდში არაერთი ჯილდო და მადლობის სიგელი აქვს მიღებული", - აღნიშნულია ქობულეთის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი