ხობში მრავალფუნქციური სპორტდარბაზის მოწყობა მიმდინარეობს
08-02-2017, 06:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობში მრავალფუნქციური სპორტდარბაზის მოწყობა მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე სადემონტაჟო და გამაგრების სამუშაოები, კედლებისა და ჭერის მოპირკეთების, ასევე შიდა და გარე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

 

 

უწყების ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია შენობის თუნუქით გადახურვა; ფასადზე მოეწყობა ალუმინის ვიტრაჟები; ჩატარდება ელექტროობასა და გათბობა-ვენტილაციასთან დაკავშირებული სამუშაოები.

 

 

სპორტდარბაზის მოწყობის სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, დასრულება 2018 წლის აპრილში იგეგმება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

„საერთაშორისო სტანდარტების სპორტდარბაზი იქნება მრავალფუნქციური და განთავსდება: საჭიდაო მოედანი, ჭადრაკის დარბაზი, საბილიარდო, ფიტნესდარბაზი და საუნა. ხობის მუნიციპალიტეტში, სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ. ახალ სპორტდარბაზში შესაძლებელი იქნება პროფესიონალური და სამოყვარულო სპორტული ღონისძიებების ჩატარება, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. სამუშაოებზე 30 ადამიანია დასაქმებული", - განმარტავენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

 

 

მიმდინარე სამუშაოებს დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოს რეგიონში ლევან შონია, ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ხობის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი