თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები „კოლხიდა 2017“-ის მიმდინარეობას გაეცნენ - ქართულ-ამერიკული სწავლება სიმულაციური სცენარის მიხედვით მიმდინარეობს
09-02-2017, 00:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრიზისის რეაგირებაზე ორიენტირებული სამეთაურო-საშტაბო უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ აქტიურ ფაზაშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 


უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე სწავლების მიმდინარეობას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში სტრატეგიულ დონეზე გაშლილ მართვის ცენტრში უშუალოდ გაეცნენ.

 


კრიზისების მართვის სიტუაციურ ოთახში საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ. მათ კრიზისებზე რეაგირებისა და მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ორგანიზების საკითხები თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილეს.

 


ტრენინგი მიზნად ბუნებრივ და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებათშორის კოორდინირებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას ისახავს.

 


სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა სწავლების პროცესი დადებითად შეაფასეს. „ძალიან მნიშვნელოვანი, კარგად ორგანიზებული უწყებათშორისი სწავლებაა. ამ სწავლების და დღევანდელი შეხვედრის მიზანს ძირითად უწყებებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან კრიზისული სიტუაციის მართვაში, კოორდინაცია წარმოადგენს. მიმდინარეობს იმ საჭირო პროცედურების დახვეწა, რომელიც ასეთი ვითარებებისთვის აუცილებელია“, - განაცხადა პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ.

 


„ქართულ-ამერიკული სწავლება სიმულაციური სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორიაა გამოცხადებული. სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებია დაზიანებული. უწყებების ერთიანი მოქმედების შედეგად, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს დაზიანებების ლიკვიდირება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კრიზისის ლოკალიზების მიზნით გახსნილია სამი მართვის ცენტრი სტარტეგიულ და ოპერატიულ დონეზე“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

 


მათივე ინფორმაციით, „კოლხიდა 2017“ 10 თებერვალს დასრულდება. სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდია და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს ორგანიზებას, ხოლო უშუალო მხარდაჭერას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია, აშშ-ის ევროპული სარდლობა და საინჟინრო კორპუსი უზრუნველყოფს. სწავლებაში სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი