გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქ ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში, პალიასტომის ტბის მიმდებარედ, მონადირეთა 4-კაციანი ჯგუფი მოტორიანი ნავით გადაადგილდებოდა და ე.წ. მანოკის გამოყენებით ნადირობდა.
სამართალდამრღვევებს, მოტორიან ნავთან ერთად, 4 ერთეული თოფი, 10 მოკლული იხვი, 14 ერთეული ფიტული ჩამოერთვათ. შედგა შესაბამისი აქტი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის ორგანოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.