ანგელა მერკელი გერმანიიდან მიგრანტების დაჩქარებული წესით დეპორტაციის გეგმებს წარადგენს
09-02-2017, 08:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თავშესაფრის წარუმატებელი მაძიებლების ქვეყნიდან დეპორტაციის გეგმების წარდგენას აპირებს.

 


როგორც BBC იუწყება,ზომებს შორისაა თავშესაფრის მაძიებლების ტელეფონებსა და სიმბარათებზე ხელმისაწვდომობის ნების დართვა, რითაც მათი იდენტიფიცირება მოხდება.

 


მიგრაცია, მიმდინარე წლის გერმანიის არჩევნების წინ, საკმარისზე მეტად იქცა პოლიტიზებულ საკითხად.

 


თავშესაფრის მაძიებელმა, ტუნისური წარმოშობის ანის ამრიმ გასული წლის დეკემბერში, ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანით თავდასხმისას 12 ადამიანი მოკლა. ამ შემთხვევამ ანგელა მერკელზე, რომელმაც თითქმის მილიონამდე მიგრანტს დართო გერმანიაში შესვლის საშუალება, ზეწოლა გაზარდა.

 


გერმანიის კანცლერი შტატების ხელმძღვანელებს ხვდება, რათა მათთან ერთად განიხილოს ახალი 16-პუნქტიანი გეგმა დეპორტაციის დასაჩქარებლად.

 

 

 

 

 


გერმანულ მედიაში გაჟონილი გეგმის თანახმად, ახალი დეპორტაციის კოორდინაციის ცენტრი ბერლინში დაფუძნდება.

 


ფედერალური მთავრობა ასევე გეგმავს 2017 წელს რეპატრიაციის და რეინტეგრაციის პროგრამებში 90 მილიონი ევრო დახარჯოს. უფრო მეტი ფული მიეცემათ ნებაყოფილობით დამბრუნებლებს, რომლებიც გადაწყვეტილებას სწრაფად მიიღებენ.

 


გერმანიაში 890 000 თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა 2015 წელს. მერკელის გადაწყვეტილებამ დაეტოვებინა საზღვრები ღია მაშინ, როცა სხვა ევროპული ქვეყნები თავიანთ საზღვრებს კეტავდნენ, მის პოპულარობას დაღი დაასვა და ანტი-ემიგრანტული პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აღმასვლას შეუწყო ხელი.

 


მაგრამ სექტემბრის არჩევნების წინ მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისთვის“ წინააღმდეგობის მთავარი გამწევი იქნებიან „სოციალ-დემოკრატები“, რომლის მხარდამჭერთა რიცხვი საოცრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცი გასულ თვეს პარტიის ხელმძღვანელად დასახელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი