სირიაში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად თურქი ჯარისკაცები დაიღუპნენ - პუტინი ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და მომხდარის გამო თანაგრძნობა გამოხატა
09-02-2017, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანაგრძნობა გამოხატა თურქეთის მიმართ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ სირიაში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად შემთხვევით სამი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

 


BBC-ის ცნობით, თურქი ჯარისკაცები სირიელ მებრძოლებს უჭერდნენ მხარს და ცდილობდნენ ქალაქი ალ-ბაბი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელიდან გამოეტაცათ.

 


რუსეთი და თურქეთი, რომელიც სირიის ომში ურთიერთსაპირისპირო პოზიციებზე იმყოფებიან, ახლახან ერთობლივად ახორციელებდნენ საჰაერო დარტყმებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

 


თურქული სამხედრო ძალების განცხადებით, რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი თავს დაესხა შენობას, სადაც ჯარისკაცების ნაწილი იყო განლაგებული.

 


მათივე ინფორმაციით, რუსული მხარე გეგმავდა „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე დარტყმებს, მაგრამ „შემთხვევით ჩვენი სამი ჯარისკაცი მოწამეობრივად აღესრულა შენობის დაბომბვისას, სადაც ჩვენი ნაწილები იყვნენ“.

 


კრემლმა განცხადება გამოაქვეყნა (რუსულ ენაზე) რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ პუტინს მის თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რა დროსაც მან „გამოხატა თანაგრძნობა ტრაგიკულ შემთხვევაზე, რომლის შედეგადაც ალ-ბაბის მიდამოებში რამდენიმე თურქი სამხედრო დაიღუპა“.

 


ტრაგიკული ინციდენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის შემდეგ მოხდა. ორი წლის წინათ სირიის საზღვარზე თურქული მხარის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამ მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები სერიოზულად დაძაბა, მაგრამ მოგვიანებით, პრეზიდენტ ერდოღანის ბოდიშის წერილის შემდეგ, ორ ქვეყანს შორის თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სხვა მიმართულებითაც ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი