ტრამპმა მხარი დაუჭირა „ერთი ჩინეთის" პოლიტიკას სი ძინ პინთან „გულთბილი" სატელეფონო საუბრისას
10-02-2017, 05:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინ პინთან სატელეფონო საუბრისას, თანხმობა განაცხადა პატივი სცეს „ერთი ჩინეთის" პოლიტიკას.

 

 

ინფორმაციას BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

„ერთი ჩინეთის" პოლიტიკა დიპლომატიური აღიარებაა იმისა, რომ მხოლოდ ერთი ჩინური მთავრობა არსებობს.

 

 

ტრამპმა, როდესაც ის გასული წლის დეკემბერში ტაივანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა შეერთებული შტატების ჩინეთთან არსებული ხანგრძლივი პოლიტიკური ურთიერთობები.

 

 

ტრამპის ეს ნაბიჯი ტრადიციული პროტოკოლის დარღვევა იყო, რასაც პეკინის მხრიდან, მკვეთრად უარყოფითი ოფიციალური განცხადებები მოჰყვა.

 

 

ტრამპსა და სი ძინ პინს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ, რაც 20 იანვარს ვაშინგტონში საპრეზიდენტო ინაუგურაცია შედგა, პირველი იყო, თუმცა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მანამდე რამდენიმე მსოფლიო ლიდერთან, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

 

 

თეთრი სახლის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას, ტრამპმა და ჩინეთის პრეზიდენტმა ფართო სპექტრის საკითხები განიხილეს და თავად საუბარი კი, „უაღრესად თბილად" წარიმართა. ლიდერებმა ერთმანეთი ოფიციალურ ვიზიტად დაპატიჟეს და განაცხადეს, რომ მოუთმენლად დაელოდებიან მომავალ საუბრებს.

 

 

პეკინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი აფასებს ტრამპის „ერთი ჩინეთის" პოლიტიკის აღიარებას.

 

 

ჩინეთი და შეერთებული შტატები არიან „მოთანამშრომლე პარტნიორები და ერთობლივი ძალისხმევების საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ორმხრივი ურთიერთობები ახალ ისტორიულ ნიშნულამდე ავიყვანოთ", - განაცხადა სი ძინ პინმა.

 

 

სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა ტრამპის მიერ ჩინეთის ლიდერისადმი გაგზავნილი წერილი, რომელიც პრეზიდენტის პირველი შეხება იყო ძი პინთან.

 

 

„ერთი ჩინეთის" პოლიტიკის მიხედვით, შეერთებული შტატები აღიარებს და გააჩნია ოფიციალური ურთიერთობები ჩინეთთან, ვიდრე კუნძულ ტაივანთან, რომელსაც ჩინეთი უყურებს, როგორც მისგან მოწყვეტილ პროვინციას, რომელიც ერთ დღეს მასთან იქნება გაერთიანებული.

 

 

გასული წლის დეკემბერში, ტრამპის მიერ ტაივანის ლიდერის, ცაი ინგ-ვენის სატელეფონო ზარზე პასუხმა, სერიოზული წუხილი გამოიწვია პეკინში. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ტაივანის მთავარი სამხედრო მოკავშირეა, ათწლეულების განმავლობაში ტრამპამდე, ქვეყნის ლიდერთან შეერთებული შტატების არც ერთ არჩეულ პრეზიდენტს არ უსაუბრია.

 

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პეკინმა ოფიციალური საპროტესტო განაცხადი გააკეთა შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, მას შემდეგ, რაც ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტაივანის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. აღნიშნულის საპასუხოდ კი, ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს „ფრთხილად, ჯეროვნად მიუდგეს ტაივანის საკითხს, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასაჭირო მღელვარება ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში“.

 

 

თავად ტრამპმა პეკინის მიერ ვაშინგტონისთვის გაგზავნილი ოფიციალური საპროტესტო განცხადების შემდეგ, „თვითერზე“ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა და გააკრიტიკა ჩინეთი მისი მონეტარული პოლიტიკისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ოპერაციების გამო. 

 

 

მოგვიანებით კი, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკა არ არის აუცილებელი გაჩხერილი იყოს მის ხანგრძლივ პოზიციაში, რომ ტაივანი „ერთი ჩინეთის“ ნაწილია. 

 

 

მე სრულად მესმის ‘ერთი ჩინეთის პოლიტიკა’, მაგრამ არ ვიცი რატომ უნდა ვიყოთ შეზღუდული ‘ერთი ჩინეთის’ პოლიტიკით თუ ჩვენ არ ვდებთ ხელშეკრულებას ჩინეთთან სხვა მიმართულებებით, მათ შორის ვაჭრობის მხრივ“, - აცხადებდა ტრამპი „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი