ვლადიმერ პუტინი: სლოვენია ბრწყინვალე ადგილი იქნებოდა დონალდ ტრამპთან პირველი შეხვედრის გასამართად
10-02-2017, 23:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სლოვენია კარგი ადგილი იქნებოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირველი შეხვედრისთვის, განაცხადა პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა, მაგრამ მან თქვა, რომ შეხვედრის ადგილის არჩევანი მხოლოდ მოსკოვის მიერ არ იქნება გაკეთებული.

 


Reuters-ის ცნობით პუტინმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც სლოვენიის პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა მისი ქვეყნის დედაქალაქი, ლუბლიანა, რუსეთის და შეერთებული შტატების ლიდერებს - რომლებიც ჯერ არ შეხვედრიან ერთმანეთს - შეხვედრის ადგილად შესთავაზა.

 


ორთავემ, ტრამპმა და პუტინმა განაცხადეს, რომ მათ სურთ გააუმჯობესონ ამერიკა-რუსეთის კავშირები, რომელიც ცივი ომის შემდეგ - 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის შემადგენლობაში მყოფი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მერე - ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა.

 


პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამგვარი შეხვედრისთვის ჯერჯერობით თარიღი არ არის განსაზღვრული, მაგრამ მან თქვა, რომ უაღრესად არის მოწადინებული შეეცადოს სრულად აღადგინოს რუსულ-ამერიკული ურთიერთობები.

 


„რაც შეეხება ლუბლიანას, ზოგადად სლოვენიას, ის არის რა თქმა უნდა ბრწყინვალე ადგილი ამგვარი სახის დიალოგის გასამართად. მაგრამ ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე, ეს დამოკიდებულია მთელ რიგ გარემოებებზე“, განუცხადა პუტინმა რეპორტიორებს მოსკოვში პაჰორთან შეხვედრის შემდეგ.

 


„თუ ეს შეხვედრა ოდესმე მოხდება, ჩვენ არაფერი არ გვაქვს ლუბლიანას საწინააღმდეგო“, თქვა პუტინმა.

 


ევროკავშირის წევრი სახელმწიფო სლოვენია ჯორჯ დაბლიუ ბუშსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის პირველი ადგილი იყო 2001 წელს, სადაც ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა პუტინის შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელიც ცნობილი ფრაზა გახდა. ბუშმა თქვა, რომ პუტინისთვის თვალებში ჩახედვისას „მისი სული შეიგრძნო“.

 


სლოვენია ასევე ის ქვეყანაა, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცოლი, ამერიკის პირველი ქალბატონი მელანია დაიბადა და გაიზარდა.

 


რუსეთი უკრაინის კრიზისამდე სლოვენური საკვები პროდუქტებისთვის დიდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენდა და სლოვენია რჩება უაღრესად მონდომებული იყოს სატრანზიტო ქვეყანა სამხრეთ ევროპისკენ რუსული გაზის მარაგებისთვის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი