აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფის (CUBIC) წარმომადგენელმა, თადარიგის პოლკოვნიკმა სტივენ ჰიქსმა საქართველოში საქმიანობა დღეს დაასრულა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა CUBIC-ის თავდაცვის ტრანსფორმაციის ჯგუფის პროგრამის მენეჯერის მოადგილეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და თავდაცვის ტრანსფორმაციაში გაწეული წვლილისთვის „ქაქუცა ჩოლოყაშვილის“ მედლით დააჯილდოვა.
თადარიგის პოლკოვნიკი სტივენ ჰიქსი საქართველოში აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფში (CUBIC) 2011 წლის ივნისიდან მუშაობდა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.