ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინის ზედამხედველობით, ბალისტიკური რაკეტა „წარმატებით“ გამოსცადა
12-02-2017, 23:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ მან კვირას „წარმატებით“ გაუშვა ბალისტიკური რაკეტა ლიდერის, კიმ ჩენ ინის ზედამხედველობით.

 

 

ქვეყნის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო KCNA -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოწყობილობა „საშუალოდან-შორს მიმავალი ბალისტიკური რაკეტა“ იყო.

 


სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტს შეიარაღებული პროვოკაცია უწოდა, რომლის მიზანიცაა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოცდა, თუ რა პასუხს გასცემს იგი ფხენიანს.

 


ჩრდილოეთ კორეის ბოლო სარაკეტო გამოცდა ფართოდ იქნა დაგმობილი.

 


როგორც BBC იუწყება, შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევა მოითხოვეს, რათა იმსჯელონ აღნიშნულ შემთხვევაზე.

 


KCNA-ის ცნობით, რაკეტა „პუკგუკსონგ-2“ -ის ტესტირებას - ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღის, რომელსაც შეუძლია ბირთვული ჭურვის ტარება - ზედამხედველობას ლიდერი კიმ ჩენ ინი უწევდა.

 


სააგენტოს თანახმად, რაკეტა მაღალი კუთხით, მეზობელი ქვეყნების გათვალისწინებით იქნა გაშვებული.

 

 

 

 

 


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო წერს, რომ კიმ ჩენ ინმა „დიდი კმაყოფილება გამოხატა“ რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით, რომელიც „უზარმაზარ ძალას ჰმატებს ქვეყანას“.

 


ჩრდილოეთ კორეამ მის აღმოსავლეთ სანაპიროდან იაპონიის ზღვის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტა კვირას გაუშვა, რაც პირველი ამგვარი სარაკეტო გამოცდაა მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო უფლებამოსილებას შეუდგა.


ტრამპმა გარანტია მისცა იაპონიის პრემიერ მინისტრ შინძო აბეს, რომ „ამერიკა იაპონიის, მისი დიდი მოკავშირის გვერდით დგას, 100%-ით“.

 


აბემ განაცხადა, რომ რაკეტის გაშვება „აბსოლუტურად შეუწყნარებელია“. იაპონიის ოფიციოზის თქმით, რაკეტას მის წყლებამდე არ მიუღწევია.



შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა აბემ, დონალდ ტრამპთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტრამპმა მას გარანტია მისცა, რომ იგი ერთგულია „ჩვენი ალიანსის შემდგომი გაძლიერების“.



ჩრდილოეთ კორეას წარსულში არაერთი ბირთვული გამოცდა აქვს განხორციელებული, რაც რეგიონის შეშფოთებას იწვევს.



კვირას რაკეტა ბანგჰიონის საჰაერო ბაზიდან ადგილობრივი დროით 07:55 საათზე გაუშვეს. სამხრეთ კორეის ოფიციოზის განცხადებით რაკეტამ დაახლოებით 550 კილომეტრს მიაღწია და იგი სავარაუდოდ, „როდონგის“ საშუალო მანძილზე მიმავალი რაკეტა იყო.

 


სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ კორეის განმეორებითი პროვოკაციები აჩვენებს კიმ ჩენ ინის რეჟიმის არარაციონალურობის ბუნებას, მისი ბირთვული და სარაკეტო განვითარების მანიაკურ აკვიატებულობას“.



იაპონიის მთავრობის კაბინეტის მთავარმა მდივანმა იოშიჰიდე შუგამ დაადასტურა, რომ რაკეტას იაპონიის ტერიტორიულ წყლებამდე არ მიუღწევია და დაამატა, რომ ტოკიო „მძლავრ პროტესტს“ გამოხატავს ჩრდილოეთ კორეის მიმართ აღნიშნული ინციდენტის გამო.

 

 

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვებამდე, ამერიკის პრეზიდენტმა აბესთან შეხვედრის შემდეგ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იაპონიასთან ალიანსის გაძლიერების აუცილებლობას და რეგიონში ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესაკავებლად ერთობლივი თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.



„მსურს ნათლად ვაჩვენო მსოფლიოს იაპონია-შეერთებული შტატების ურყევი ალიანსი“, - უთხრა აბემ შეერთებული შტატების სავაჭრო პალატას ტრამპთან შეხვედრამდე.



ტრამპმა და აბემ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად რეგიონული უსაფრთხოების და ორმხრივი ვაჭრობის შესახებ იმსჯელეს.

 

 

 

 



ტრამპმა აბესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის და ხალხების მეგობრობას „ძალიან ღრმა ფესვები აქვს“ და მისი „ადმინისტრაცია მოწოდებულია ამ კავშირების კიდევ უფრო დაახლოებისთვის“.

 


„იაპონია და შეერთებული შტატები განაგრძობენ ძალიან მძლავრი ინვესტიციების განხორციელებას ალიანსში ჩვენი თავდაცვის და ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომელიც ჩვენი ორმხრივი ხელმძღვანელობის ქვეშ გახდება კიდევ უფრო მეტად და მეტად ძლიერი და დროთა განმავლობაში, საბოლოოდ ის გახდება შეუღწევადი. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესები, რომელიც ჩვენ ბევრი გვაქვს რეგიონში, მათ შორის ჩრდილო კორეის სარაკეტო და ბირთვული საფრთხისაგან თავდაცვა, რასაც მე ძალიან, ძალიან მაღალ პრიორიტეტად მივიჩნევ“, განაცხადა დონალდ ტრამპმა და მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრ აბეს და იაპონელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მასპინძლობისათვის და ხაზი გაუსვა, რომ იაპონია-ამერიკის ერთობლივი თანამშრომლობის ძალისხმევა საწინდარს წარმოადგენს წყნარი ოკეანის რეგიონსა და მის მიღმა „უფრო დიდი ჰარმონიის, სტაბილურობის და აყვავებისა“.

 


„ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად თავდადებულნი ვართ, უაღრესად თავდადებულნი“, - განაცხადა ტრამპმა აბესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი