„სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის“ კურსი დაიწყო
13-02-2017, 02:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის“ კურსი დაიწყო. სასწავლო კურსი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით გუნაშვილმა მიმართა და სასწავლო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის“ კურსს დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წამყვანი ლექტორები წარმართავენ. 7-დღიან სასწავლო პროგრამას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებიან. კურსში აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

 


უწყების განმარტებით, სასწავლო პროგრამა მსმენელებს საშუალებას მისცემს სტრატეგიული ლიდერის უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ და მათ წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. სემინარი ადამიანური რესურსების მართვისა და, შესაბამისად, უწყებაში მმართველობის ეფექტურობის გაზრდას გულისხმობს. უცხოელი პარტნიორების მხრიდან გამოცდილების გაზიარება უნარ-ჩვევების დახვეწასა და პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. „სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის“ კურსი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი