საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის თურქი მრჩეველი, ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიატარი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქ ვიცე-პოლკოვნიკს საქართველოში ყოფნის ექვსთვიანი ვადა ამოეწურა და მისი როტაცია განხორციელდა. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო მრჩეველს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიატარი თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, მაიორმა ტოლგა კიპიმ შეცვალა, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება. მინისტრის პირველმა მოადგილემ კიპს წარმატებები უსურვა და ყურადღება გაამახვილა თურქეთსა და საქართველოს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას SNGP-ის პაკეტის უცხოელი წარმომადგენლები, ასევე სამხედრო პოლიციის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.