საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელეს
15-02-2017, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა და რეგიონში ალიანსის მთვარი პარტნიორი, ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში. რეგიონში ახალი გამოწვევები, შავ ზღაში უსაფრთხოების განმტკიცება და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობის ფორმა იყო საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, ლევან იზორიამ და გაბრიელ-ბენიამინ ლესმა ამ თვალსაზრისით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები განიხილეს. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ნატოს უკვე წარდგენილი აქვს კონკრეტული წინადადებები, თუ რა ფორმით უნდა ჩაერთოს საქართველო შავის ზღვის უსაფრთხოების პრაქტიკულ ღონისძიებებში.

 


“შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო თემაა. რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს განვიხილავთ. ჩვენ საფუძვლიანად ვიმუშავეთ და ნატოს უკვე წარვუდგინეთ კონკრეტული წინადადებები, თუ რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების პრაქტიკულ ღონისძიებებში. საქართველო უკვე მონაწილეობს სტრატეგიულ დისკუსიებში, მაგრამ აქ უკვე საუბარია პრაქტიკულ ღონისძიებებზე,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების გარდა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის საკითხზე. ასევე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და მასში რუმინელი წარმომადგენლის აქტიურ ჩართულობას.

 


უწყების განმარტებით, ნატოს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხვალ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

 


აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემა საქართველოს მზადყოფნის პროგრამა და ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - ვაზიანში ერთობლივი სასწავლო ცენტრის შექმნაა. ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული ცენტრის ჩამოყალიბება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

 


„მსგავსი ცენტრი გერმანიაში არსებულ ამერიკულ ბაზაზე არსებობს და ჩვენ ის ცოტა ხნის წინ მოვინახულეთ. სწორედ ასეთი ცენტრის შექმნის სურვილი გვაქვს საქართველოში, რაც დიდი ამბიციაა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თითოეული ეს აქტივობა უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის უსაფრთხოების სიმტკიცის გაზრდას. ჩვენი მთავარი მიზანია თავდაცვითი შესაძლებლობების და ჩვენი ქვეყნის მდგრადობის, მისი მტკიცე განვითარების ხელშეწყობა, რაც, ბუნებრივია, უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი