შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი ამერიკის ნატო-სადმი ვალდებულებების შემცირებით იმუქრება თუკი სხვა წევრი ქვეყნები თავდაცვისთვის მეტ ხარჯებს არ გაიღებენ. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.
მატისის კომენტარი გამეორებაა დონალდ ტრამპის მოთხოვნისა, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უფრო მეტი ფული გადაიხადონ.
მატისი ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ოთხშაბათს პირველად შეხვდა.
უფრო ადრე კი მან ხელახლა დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ტრანს-ატლანტიკური ალიანსისადმი.
„ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს უკვე აღარ შეუძლიათ ზიდონ დასავლური ღირებულებების თავდაცვის არათანაზომიერი წილი“, განაცხადა მან ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში და დაამატა:
„ამერიკელები ვერ იზრუნებენ თქვენი შვილების მომავლის უსაფრთხოებისთვის თქვენზე უფრო მეტად“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.