სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა: რეგიონში დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია
16-02-2017, 03:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია. როგორც Guardian.ge-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, დავით კოდუამ განუცხადა, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილ შტაბთან კოორდინირებულად მუშაობს.

 

 

 

(ფოტოზე: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა)

 

 

„ჭარბი ნალექი მოვიდა ძირითადად ოთხ - მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. ამ დროისთვის გზებზე შეფერხებები არსად არ არის. არ გვაქვს გადაადგილების პრობლემა, რადგან გზები ყველგან გაწმენდილია. თუ სადმე ელექტროენერგიის კუთხით იყო შეზღუდვა, ამ ეტაპზე ენერგომომარაგება აღდგენილია, რადგან „ენერგო-პრო ჯორჯია" მუშაობს მყისიერად დაზიანებების აღმოფხვრაზე. პრობლემა არ არის არც მესტიის, არც სხვა მუნიციპალიტეტების მიმართულებით", - განუცხადა Guardian.ge-ს დავით კოდუამ.

 


სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის ცენტრალურ გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაობი წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 


მათივე ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან კვლავ განახლდა.

 

 

 

 

 


„ამ დროისთვის გზები გაწმენდილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ტყაიას, ჩხორიას, გრიგოლიშის, ჭაქვინჯის, ჯიხაშკარის მიმართულებით, სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში კი ტექნიკა გასულია და გაწმენდითი სამუშაოები ყველა სოფლის მიმართულებით ჩატარდება.

 


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 30-40 სანტიმეტრს აღწევს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის ასევე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

 


ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში შემავალ სხვა მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის გზებზე მოძრაობა შეუზღუდავად ხდება.

 


ადგილი არ ჰქონდა მოსახლეობის მომართვიანობას საცხოვრებელი სახლების დაზიანებასთან დაკავშირებით.

 


რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტბში საგანგებო შტაბები მუშაობენ, რომლებსაც კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილი შტაბი უწევს", - აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 


მათივე ცნობით, დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც, ელექტროენერგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრიგოლიშის, რიყეს და ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულებს, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკიანს, მუხურს, თაიას, ლესიჭინესა და ჭოღის ცალკეულ უბნებს არ მიეწოდებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი