64 წლის ქალმა წარმატებით იმშობიარა და ჯანმრთელი ტყუპები - ბიჭი და გოგო გააჩინა ჩრდილოეთ ესპანეთში, ბურგოსში.
როგორც BBC ესპანურ მედიაზე დაყრდნობით წერს, ქალმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, განაყოფიერებასთან დაკავშირებული მკურნალობის კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიტარა. საავადმყოფომ საკეისრო კვეთით მშობიარობის ვიდეო-კლიპი გამოაქვეყნა.
ტყუპები და მათი დედა თავს კარგად გრძნობენ. ბიჭი 2.4 კილოგრამს იწონის, გოგო კი 2.2 კილოგრამს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.