ლევან იზორიამ თურქ კოლეგას თურქეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მასთან ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილა
16-02-2017, 06:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქ კოლეგასთან ფიკრი იშიკთან შეხვედრის დასაწყისში ლევან იზორიამ აღნიშნა საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და კოლეგას თურქეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე თავდაცვის სფეროში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა თურქი ხალხის მიმართ და თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტები დაგმო. მისივე თქმით, საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოების გვერდითაა და წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში.

 


ქართული თავდაცვის უწყების თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს. მინისტრებმა მაისში, თბილისში დაგეგმილ თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალზეც იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მიერ სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. საუბარი შეეხო აპრილში, თბილისში დაგეგმილ სამივე ქვეყნის შტაბის უფროსების შეხვედრის მნიშვნელობასაც.

 


ლევან იზორიამ თურქ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 


„განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართულობა. ლევან იზორიამ კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ ქართული კონტინგენტი ავღანეთში მომავალი წლის გაზაფხულამდე დარჩება და მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში გააგრძელებს კონტრიბუციას.

 


ფიკრი იშიკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ასევე საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ გაამახვილებს ყურადღებას“, - აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი