გიგი უგულავა: როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და დაიწყო საპატრიარქო ცხოვრებაში აქტიური ჩარევის ოპერაცია
16-02-2017, 08:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და დაიწყო ახალი ოპერაცია, კერძოდ, საქართველოს საპატრიარქო ცხოვრებაში აქტიური ჩარევის ოპერაცია, - აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას გააკეთა.

 


უგულავა არ გამორიცხავს, რომ განვითარებული მოვლენები პატრიარქის ახალი მემკვიდრის დასახელების პროცესს უკავშირდებოდეს. „როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს ჩაერიოს ამ პროცესში", - აცხადებს უგულავა.

 

 

„გაუგონარი რამ ხდება - ერთი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, მთელმა სახელისუფლებო ვერტიკალმა, დაწყებული პროკურატურით და დამთავრებული პრემიერ მინისტრით თუ უმრავლესობის რიგითი დეპუტატებით გლოვის მდგომარეობაში, ძაძებჩაცმული გვარწმუნებდნენ იმაში, რომ უდიდესი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან და აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ყველაფერი ყოფილა შორენა თეთრუაშვილზე თავდასხმა. საქართველო ერთი კვირა ატირეს შორენა თეთრუაშვილზე. თავისთავად, მე მასაც ჯანმრთელობას ვუსურვებ, უბრალოდ სურათის არაადეკვატურობას ვხსნი....

 


როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და დაიწყო ახალი ოპერაცია, კერძოდ, საქართველოს საპატრიარქო ცხოვრებაში აქტიური ჩარევის ოპერაცია. ამას სხვა ახსნა არ აქვს. უბრალოდ, შემდეგ მოხდა ის, რომ მადლობა ღმერთს და პატრიარქმა გადაიტანა ეს ოპერაცია და დაბრუნდება საქართველოში და სავარაუდოდ, მისი განცხადებაც ბევრ ნათელს მოჰფენს ამ ისტორიას, მაგრამ ხელისუფლებას მოუვიდა ფოლსტარტი და ამ ისტორიიდან ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ ერთადერთი დასკვნა, ეს დასკვნა არის ის, რომ ხელისუფლება აპირებს უხეშად ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეებში", - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები: 1
#1   დიანა
      
მოპარული 50 მილიონი დააბრუნე გიგილო და მერე იტლიკინე!
16 თებერვალი 2017 19:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი