„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალმა მენეჯმენტმა დაასახელა გადაცემები, რომლებიც მათი შეხედულებით, სამაუწყებლო ბადეში უნდა დარჩეს, ან უნდა დაიხუროს
17-02-2017, 06:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საზოგადოებრივ მაუწყებელში" მენეჯმენტისა და ბორდის წევრების შეხვედრა გაიმართა. მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი გვიმრაძემ არხის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს მაუწყებლის გადაცემების ნაწილის დახურვისა და ნაწილის სამაუწყებლო ბადეში დატოვების სავარაუდო გეგმა წარუდგინა.

 

 

გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადეში რჩება ე.წ. მწვანე ზოლში არსებული გადაცემები, რომელთა რეიტინგი მაღალია. მათ შორისაა გადაცემები: „გამომძიებელი რეპორტიორი", გურმანი", ფერმა", ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", შაბათს საღამოს ლიზასთან", წიგნების თარო", ტელებლოგი", პირადი ექიმი", სიტყვების თამაში", გააგრძელე საქართველოს ისტორია".

 

 

სამაუწყებლო ბადეში მეორე კატეგორია, ე.წ. ყვითელ ზოლში მყოფი გადაცემებიც რჩება. ეს გადაცემები საშუალო რეიტინგისაა: დოკუმენტური ფილმების სტუდია", ეპოქა", დღე მუზეუმში", რადიო თავისუფლება - ინტერview".

 

 

გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან ამოღებული უნდა იქნეს ე.წ. წითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც დაბალი რეიტინგისაა: ხანმოკლე XX საუკუნე", ეკონომეტრი", ვაშინგტონი დღეს", სპორტი 360 გრაუსი", მთავარი", რეალური სივრცე", ვექტორი", სპორტის დაფა", რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", ტელემანი", კაცების დრო", ც სტუდია", უცნობი მუსიკა".

 

 

მაუწყებლის მენეჯმენტი აცხადებს, რომ გეგმის აღნიშნული ვარიანტი საბოლოო არ არის და მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი