„სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის“ კურსი დასრულდა
17-02-2017, 07:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის“ ერთკვირიანი კურსი დასრულდა. კურსის მონაწილეებს სწავლების დასრულება თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით გუნაშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დეივ ეტელმა მიულოცეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, „სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის“ კურსს დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წამყვანი ლექტორები უძღვებოდნენ. 7-დღიან სასწავლო პროგრამას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კურსში აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

 


სამინისტროს განმარტებით, სასწავლო პროგრამამ მსმენელებს საშუალება მისცა სტრატეგიული ლიდერის უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ და მათ წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. სემინარი ადამიანური რესურსების მართვისა და შესაბამისად, უწყებაში მმართველობის ეფექტურობის გაზრდასაც გულისხმობდა. უცხოელი პარტნიორების მხრიდან გამოცდილების გაზიარება უნარ-ჩვევების დახვეწასა და პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. „სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის“ კურსი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი