დავით ბაქრაძე: გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს
17-02-2017, 08:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველო" მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ცოტა ხნის წინათ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, იმისთვის, რომ ირაკლი შოთაძე გადადგეს, დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას და მათი წარმომადგენელი მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნას საპროკურორო საბჭოში დააყენებს.

 

 

ბაქრაძის განმარტებით, მათი მოთხოვნა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესა და ამ საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.

 

 

„ერთ დღეზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს პროკურატურამ აღიარა, რომ არანაირი ასეთი საქმე არ იგეგმებოდა  და რეალურად არც ყოფილა დაგეგმილი მისი უწმინდესობის წინააღმდეგ ასეთი ტიპის შეტევა. რა ვიხილეთ განვლილ 24 საათში? არც ერთი განმარტება შესაბამისი პოლიტიკური უფლებამოსილი პირების მხრიდან, არც ერთი ფურცელი, დამატებითი ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის თუ რა მდგომარეობაშია საქმე და რა სტადიაზეა გამოძიება, არც ერთი ბოდიში იმ ემოციისთვის, რომელიც გაიარა ჩვენმა საზოგადოებამ. ამ ყველაფრის ნაცვლად, განმარტებების, ბოდიშის ნაცვლად,  ჩვენ ვიხილეთ უტიფარი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების, რომ მათ ყველაფერი სწორად ახსნეს და ეს იყო ჩვენი მოსახლეობის ბრალი. ამ ყველაფერთან ერთად დღის განმავლობაში იკვეთება ბევრი კითხვის ნიშნები დაკავებული სასულიერო პირის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნაა, მათ ვინც შექმნა ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა აგონ პასუხი, თუ დღეს არ დადგა პასუხისგების საკითხი, მეგობრებო ჩათვალეთ, რომ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ სახელმწიფოში....

 

 

ჩვენ ვაყენებთ საქართველოს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც იმ ადამიანის, ვისმა გაუაზრებელმა განცხადებებმა გამოიწვია მთელი კასკადი განცხადებების, პოლიტიკური განცხადებების, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა გაუგებრობაში.

 

 

ჩვენ, როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ორშაბათიდან დავიწყებთ შესაბამის პროცედურებს, დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით და მივმართავთ მათ შორის, არამხოლოდ ოპოზიციურ წევრებს პარლამენტის, არამედ უმრავლესობის იმ წევრებსაც, ვისთვისაც საღი აზრი, ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესიის ავტორიტეტი უფრო წინ დგას, ვიდრე „ქართული ოცნების" პარტიული ლიდერები. მივმართავ მათაც, შემოგვიერთდნენ და ერთად მოვითხოვოთ მთავარი პროკურორის გადადგომა.

 

 

დღემდე, ჩვენ არ გამოგვიყენებია ოპოზიციის კვოტა საპროკურორო საბჭოში იმიტომ, რომ არ ვაპირებდით და არა ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ივანიშვილის პროკურატურასთან, რომელსაც გააჩნია ნულოვანი ავტორიტეტი საზოგადოებაში, მაგრამ მომავალ კვირას, ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ ჩვენი წარმომადგენელი შევიდეს საპროკურორო საბჭოში იმისთვის, რომ მან საპროკურორო საბჭოში დააყენოს ერთადერთი მთავარი მოთხოვნა - მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა. ამიტომ, მომავალი კვირიდან ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს და შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც თუნდაც ერთი - მაღალი თანამდებობის პირი ამ ქვეყანაში აგებს პასუხს მთელი იმ ზიანისთვის, რაც ამ დღეებში მიადგა ქართულ საზოგადოებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი