გიგა ბოკერია დაკავებული დეკანოზის საქმეზე: ამ სამარცხვინო ეპიზოდით ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საკუთარი რეკორდი მოხსნა
17-02-2017, 08:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ სამარცხვინო ეპიზოდით ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საკუთარი რეკორდი მოხსნა, - აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესა და მთავარი პროკურატურის განცხადებებზე გააკეთა.

 


ბოკერია მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს საკითხი იმ პირის, ვინც „ივანიშვილის დავალებები შეასრულა უტიფრად".

 

 

„სამწუხაროდ, წლებია ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის გუნდის მხრიდან სპეკულაციას რელიგიის, რწმენის, ეკლესიის თემაზე ძირითადად შავრაზმული მიმართულებით. წლებია ჩვენ ვხედავთ აბსურდულ უტიფარ ტყუილებს, გრანდიოზულ ტყუილებს, მაგრამ ამ სამარცხვინო ეპიზოდით ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საკუთარი რეკორდი მოხსნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის რომ გენპროკურორს არც ერთი გადაწყვეტილება, პრინციპში არც ერთი არსებითი განცხადება არ ექნება გაკეთებული საკუთარი გადაწყვეტილებით და ვიცით ამ გადაწყვეტილებებს ვინ იღებს. მაგრამ იმიტომ, რომ ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ უკავია, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა ჩვენი ქვენისთვის, ჩვენ უნდა დავსვათ როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურმა ოპოზიციამ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ეს ბინძური დავალება შეასრულა. შეასრულა უტიფრად, შეასრულა ცინიკურად და დღემდე აგრძელებს საზოგადოებისთვის მორალის კითხვას. 

 

 

„ევროპული საქართველო" მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, იმისთვის, რომ ირაკლი შოთაძე გადადგეს, დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას. გარდა ამისა, მისივე თქმით, მათი წარმომადგენელი მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნას საპროკურორო საბჭოშიც დააყენებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი